Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
irakli garibashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმე 2021-2024 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებს ეხება. უწყების მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა და მიზანმიმართული ქმედებებით ქმნიდა არაკონკურენტულ გარემოს.

პროკურატურის ცნობით, სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში კომპანიებმა, რომელთა უკან დაკავშირებული პირები იდგნენ, თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.

უწყების მტკიცებით, ბიზნესმენმა ჯამში 1,9 მილიონი ლარი ნაღდი ფულის სახით გადასცა ვასილ მხეიძეს. აქედან 400 ათასი ლარი მხეიძემ დაიტოვა, 1,5 მილიონი კი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე ამ საქმესთან დაკავშირებული ფაქტების გამო უკვე მსჯავრდებულია და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

უწყება განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართავს, რადგან ყოფილი პრემიერი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სასჯელს უკვე იხდის.

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ეროვნული ლიგის 22-ე ტური: „დინამო ბათუმმა“ 3 ქულა მოიპოვა

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026
xvicha asambadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხვიჩა ასამბაძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კონკურსის მონაწილე, სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.