
ბათუმში, ახალსოფელის მონაკვეთზე, სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაშავებული ადგილზე იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯერ კიდევ არ მისულა. მათი თქმით, დახმარების დაგვიანების მიზეზი გზაზე არსებული სატრანსპორტო საცობია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.