გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამავე პერიოდში გამოვალინეს 85 ასეთი ფაქტი, მათგან 26 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობამ 41 ერთეული შეადგინა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი დარღვევა – 21 ფაქტი კახეთში გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 15, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – 10-10, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, ხოლო აჭარაში – 4 ფაქტი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად გარემოს მიყენებული ზიანის ოდენობა 749,943.20 ლარს შეადგენს.



