Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ჟურნალისტი საჯარო სხდომაზე არ დაუშვა – ქარტია მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს

admin 13/02/2025
_AJARATIMES.GE

ბათუმის მერიაში 12 თებერვალს გამართულ საჯარო სხდომაზე, რომელიც უსახლკაროების საკითხს ეხებოდა, მედიის წარმომადგენლის დასწრების უფლება შეიზღუდა.

გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე, მერიის დაცვის პოლიციამ სხდომის დარბაზში არ შეუშვა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საჯარო იყო და მას ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და არალეგიტიმური აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ჟურნალისტი მერიის პრესცენტრისგან განმარტებას ელოდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი, რის გამო არ მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება, არ განუმარტეს. აღსანიშნავია, რომ სხდომას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ესწრებოდა და აშუქებდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მომხდარი მედიის უფლებების შეზღუდვად შეაფასა და ბათუმის მერიას მოუწოდა, დაიცვას რეგლამენტით განსაზღვრული წესები.

ქარტია მიიჩნევს, რომ მერიამ და მერიის დაცვის პოლიციამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც საჯარო სხდომებზე მოქალაქეთა და ჟურნალისტთა თავისუფალ დასწრებას უზრუნველყოფს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწრონ საკრებულოს, მისი კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებს. შესაბამისად, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რეგლამენტით განსაზღვრულ პრინციპებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბათუმელების მიმართ ზეწოლას სისტემური ხასიათი აქვს და მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს გამოცემის ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავებასა და პატიმრობას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს მედიის საქმიანობის შეზღუდვას და მოუწოდებს ბათუმის მერიას, ჟურნალისტებს მისცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: უსახლკაროებს ის შენობა დაატოვებინეს, რომელიც თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული
Next: სპორტსმენებმა აჭარიდან მედლები მოიპოვეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე 07/11/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

admin 07/11/2025
levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 2
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.