
ბათუმში, ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მომხდარის შედეგად ავტომობილები დაზიანდა, დაშავებული არავინაა.
შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე, ე.წ. ბენზეს ხიდთან მოხდა.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და პოსტის ბმულის მითითება. მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება, ასევე, პატივი ეცით სხვის შრომას.