Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმში, სოციალური საწარმო გაიხსნა

სულხან მესხიძე თებერვალი 12, 2024
socialuri sawarmo_ajaratimes.ge

ბათუმში, სოციალური საწარმო დაფუძნდა, რომელიც კაფესა და მაღაზიის ფორმატისაა. “სოციუმი” – ასე ჰქვია ახალ სივრცეს, სადაც ადგილობრივი დამწყები და უკვე შემდგარი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ობიექტში ღვინოს, მშრალი ხილის, თაფლის, ყველის, ხელნაკეთი ნივთებისა და აჭარულ მოტივებზე შესრულებული ნაქარგობის შეძენა იქნება შესაძლებელი.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას ჩვენთვის. ფინანსური დაინტერესების მიღმა, ჩემნაირ მეწარმეს მრავალმხრივ განვითარებას მოუტანს, მათ შორის თეორიული ცოდნის მიღება. მოვიძევთ ახალ კონტაქტებს, ადგილობრივ ბაზარზე კი უფრო დავმკვიდრდებით. ამ სივრცეში მე წარმოდგენილი მაქვს ხელნაკეთი ყველი, რომელსაც კეფირით ვამზადებ. რამდენიმე სახეობაა, როგორც კრემ სახით, ასევე გამომშრალი,” – გვიყვება “კეფერონეს” დამფუძნებელი მანონი შავიშვილი.

სოციალური საწარმო საგრანტო პროგრამის “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – ფარგლებში დაფუძნდა. საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მეწარმეების პროდუქციის წარმოჩენას, ასევე, სარეალიზაციო ბაზრებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირების დამყარებას.

“სოციალური საწარმოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეობას. ჩვენ, მათ ვთავაზობთ სივრცეს, სადაც ისინი თავიანთ პროდუქციას უსასყიდლოდ განათავსებენ. გარდა ამისა, პროექტი კაფეს ფუნქციონირების კომპონენტსაც ითვალისწინებს, ” – გვითხრა სოციალური საწარმოს დამფუძნებელმა, ეკატერინე თარგამაძემ.

სოციალური საწარმო ასევე, არაფორმალური განათლებისა და ბიზნესის განვითარების ტრენინგებს, სემინარებსა და მასტერკლასებს დაეთმობა.

“ჩვენ კარგად ვიცით მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები, ამიტომ გამოწვევების საპასუხოდ დავაფუძნეთ სოციალური საწარმო, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების გაზიარება, ასევე, მეწარმეების კომპეტენციებისა და უნარების განვითარება. მათ, ბაზარზე წვდომაში აქტიურად დავეხმარებით,” – თქვა სოციალური საწარმოს პრეზენტაციისას ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი საბჭოს თავმდჯომარემ.

სოციალური საწარმო ბათუმში, ჟორდანიას ქუჩის 4 ნომერი მდებარეობს.

Post navigation

Previous: სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინეს
Next: ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
usinatlota kavshiri_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორ ჩაიარა უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის არჩევნებმა

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.