Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულო 30 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე ანგისას I შესახვევში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს.

პროექტი მოიცავს ანგისას I შესახვევის №12ა, №14, №14ა, №16, №18, №20, №24-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რვა მიწის ნაკვეთს.

ინიციატორი შპს „რეალ პალას დეველოპმენტია“, ხოლო პროექტი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა.

დოკუმენტების მიხედვით, გეგმარებითი ერთეულის საერთო ფართობი 7 765 კვადრატული მეტრია, ხოლო უშუალოდ საპროექტო ტერიტორია 3 652 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

დეტალური გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე 33-სართულიანი, 103.7 მეტრი სიმაღლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

პროექტი ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 3.5-დან 12.5-მდე გაზრდას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი გადამეტების შემთხვევაში ინვესტორს მუნიციპალიტეტისთვის კომპენსაციის გაწევა მოუწევს.

დადგენილების პროექტის თანახმად, კომპანიას ორი ალტერნატივა ექნება: მუნიციპალიტეტს ე.წ. „შავ კარკასულ“ მდგომარეობაში გადასცეს საცხოვრებელი ფართები, ან გადაიხადოს მათი საბაზრო ღირებულება, რომელიც „თეთრი კარკასული“ ბინების შესაბამისი ფართობის მიხედვით განისაზღვრება.

დადგენილების პროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ ინიციატორმა პროექტირების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

„რეალ პალასის“ ჯგუფის მფლობელები და მათთან დაკავშირებული პირები ასევე დაკავშირებული არიან კომპანიებთან „რეალ პალასი“, „ბლექ სი თაუერსი“ და „რეალ პალას ქონსთრაქშენი“. ისინი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.