Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

აჭარა თაიმსი ნოემბერი 15, 2026
gandagana festivaliAJARATIMES.GE

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში ყოველწლიურად იმართება. წელს ღონისძიებისთვის 14-15 ნოემბერი შეირჩა. ორგანიზატორი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოა, რომელიც აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ექვემდებარება.

სააგენტო თავის ბრძანებაში აღნიშნავს: „ფესტივალი „განდაგანა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობას ჰპირდება. ფესტივალის მიზანია სოფლის ტურიზმის პოპულარიზაცია და ამ მიზნით ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ (დუმბაძე და მემედ აბაშიძეზე) წამოდგენილი იქნება აჭარული სოფელი.“

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შემსრულებლების მომსახურება ექსკლუზიური უფლების ფარგლებში შეისყიდა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ის აღნიშნავს, რომ 2026 წლის ფესტივალისთვის მონაწილეები შეარჩია „გასულ ფესტივალებში მონაწილე შემსრულებლების გამოსვლაზე მაყურებელთა სიმრავლითა და საზოგადოების მხრიდან მოწონების, აგრეთვე მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით.“

ეს შემსრულებლები არიან: ტრიო “გოგლაურა”; ჯგუფი “გორდელა”; ჯგუფი “თეატრალური კვარტეტი”; ანსამბლი “ქართული ხმები”; ანსამბლი “შვიდკაცა”; ბენდი “ნართი”; ჯგუფი “ოდა”; ანსამბლი “აფხაზეთი”; ჯგუფი “ურსა”; ტრიო “მასპინძელი”; “კახაბერი და ხანუმები”; ანსამბლი “რასა”. ხელშეკრულებები თითოეულ შემსრულებელთან ინდივიდუალურად გაფორმდა.

ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო შემსრულებელთა ჰონორარებზე 151 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა, გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 160 000 ლარია.

თუმცა ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს გაცილებით მეტი დაუჯდება, თუ ელექტრონული ტენდერებით შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას გავითვალისწინებთ.

სააგენტომ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა ორი სცენისა და პროექციის მოწყობის მომსახურება, რისთვისაც შპს „ჯეოვოისთან“ 123 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მეორე ტენდერით კი გათვალისწინებული იყო მასტერკლასებისა და წარმოდგენების ორგანიზება (კულინარიის, საბავშვო და ღოსნიძიების სივრცეები). ამ შემთხვევაში მიმწოდებელია შპს „მარკა“, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 124 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დეკორაციულ-კონსტრუქციულ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით, როგორებიცაა თემატური ინსტალაციები, კვების ზონები, კვების ჯიხურები, ეთნოკუთხეები, ნალია და სხვა, ამისთვის 179 400-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „კრეატივ-ჯგუფთან“.

შემსყიდველს კულინარიული სივრცისთვის საჭირო მომსახურებას, რომელიც მოიცავს ინვენტარით უზრუნველყოფას მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის, ასევე კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის ჩათვლით, 152 567 ლარად მიაწვდის შპს „ბეტა ივენთი“. ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 578 567 ლარია.

ამდენად, თუ ჩვენ მიერ მოძიებულ ხელმისაწვდომ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, 2026 წლის ორდღიანი ფესტივალისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 738 567 ლარი იხარჯება.

Post navigation

Previous: ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 14, 2026
gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.