შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, კაცი ავტომობილით გადაადგილებისას, შემოწმების მიზნით გააჩერეს. მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, მათ შორის 49 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

