შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იძებნებოდნენ.
კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იყო ძებნილი.
შსს-ს ცნობით, სამივე პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

