შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.
უწყების ინფორმაციით, გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, რუსეთის, იემენის, ლიბანის, ნიგერიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.

