Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ლევან ურიდია ნოემბერი 15, 2026
mandarini, citrusi_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მანდარინის კრეფისა და ჩაბარების პროცესი მალე დაიწყება. პირველი მოსავალი უკვე იმ ფერმერებმა მოკრიფეს, რომლებსაც ე.წ. საადრეო ჯიშის მანდარინის ბაღები აქვთ. მასობრივი კრეფა ჯერ არ დაწყებულა.

⇔ 86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ფერმერების თქმით, წელს მანდარინის მოსავალი სიუხვით არ გამოირჩევა, ნაყოფის ხარისხი კი ბაღების მიხედვით განსხვავებულია. მეციტრუსე ფერმერებისთვის წელს მთავარი გამოწვევები მუშახელის დაქირავების მაღალი ხარჯი და ციტრუსის ჩაბარების დაბალი ფასია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მცხოვრები მეციტრუსე ფერმერი ნუგზარ ანანიძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზოგიერთ ფერმერს მკრეფავების დაქირავების საშუალება არ აქვს და მოსავლის ნაწილი ხეზე დაუკრეფავი რჩება.

⇔ რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ფერმერების თქმით, წელს მანდარინი ძირითადად საშუალო ხარისხისაა, თუმცა ზოგიერთ ბაღში კარგი ნაყოფიც მოვიდა. სოფელ ლეღვაში მცხოვრები მეციტრუსე ფერმერის, ნუგზარ ანანიძის მანდარინის ბაღი ერთ ჰექტარზეა გაშენებული. ფერმერი ამბობს, რომ მის ბაღში წლევანდელი მოსავლის ხარისხი წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესია.

„წელს ჩემს ბაღში, სხვა წლებთან შედარებით, კარგი ხარისხის მანდარინი მოვიდა, თუმცა შიგადაშიგ საშუალო ზომის ნაყოფიც ურევია. ჩემი ბაღი მაღალ ადგილას, ფერდობზეა გაშენებული. მზეც კარგად უდგება და, ეტყობა, კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს. სამეზობლოშიც აქვთ ციტრუსის ბაღები. როგორც მათგან მესმის, საერთო ჯამში, წელს მოსავალი მაინცდამაინც კარგი არ არის. რა განაპირობებს მანდარინის კარგ ხარისხს? ჩემი დაკვირვებით, მნიშვნელობა აქვს იმასაც, სად არის ბაღი გაშენებული. დაბლობში მდებარე ზოგიერთ ბაღში წელს ნაკლები მოსავალია. მოსავლის ხარისხზე ამინდიც მოქმედებს, ასევე ბაღის მოვლა და სხვა ფაქტორები. არის ადგილები, სადაც კარგი ხარისხის მანდარინია, თუმცა დაბლობში გაშენებულ ბაღებში მოსავალი ძირითადად ნაკლებია. ბაღის მსხმოიარობა და ნაყოფის ხარისხი ამინდზეც არის დამოკიდებული. თუ დაისეტყვა ან გაიყინა ნაყოფი, მოსავალი გაფუჭდება“, – ამბობს მეციტრუსე ფერმერი ნუგზარ ანანიძე.

ნუგზარ ანანიძე ციტრუსის აქტიური კრეფის დაწყების სავარაუდო პერიოდსაც ასახელებს. საადრეო ჯიშის მანდარინი უკვე დაიკრიფა და ფერმერებმა მისი ჩაბარებაც მოასწრეს. მანდარინის ფასი ნაყოფის ხარისხსა და რეალიზაციის პირობებზეა დამოკიდებული. როგორც ფერმერები ამბობენ, წელს ციტრუსის ფასი მაღალი არ არის.

„ციტრუსის აქტიური კრეფა 20-25 ნოემბრიდან დაიწყება. ყუთებში დასაწყობებულ მანდარინს სახლებიდან ყიდიან. მყიდველები ადგილზე მოდიან და უკვე მოკრეფილი მოსავალი მიაქვთ. ფასი ძირითადად ნაყოფის ზომასა და ხარისხზეა დამოკიდებული. თუ ნაყოფი კარგია და ფერმერს დიდი რაოდენობით აქვს მოკრეფილი, კილოგრამში ერთ ლარს და ზოგჯერ მეტსაც იხდიან. პატარა და საშუალო ზომის მანდარინი 80 თეთრი ან უფრო ნაკლები ღირს. სოფლის ცენტრებში არსებულ ჩაბარების პუნქტებში ფასი კილოგრამზე ერთი ლარია. საერთო ჯამში, წელს მანდარინს მაღალი ფასი მაინც არ აქვს“, – აცხადებს მეციტრუსე ფერმერი ნუგზარ ანანიძე.

მეციტრუსე ფერმერ ნუგზარ ანანიძის განცხადებით, მუშახელის დაქირავება წლიდან წლამდე ძვირდება. ეს განსაკუთრებით იმ ფერმერებს უჭირთ, რომლებსაც მცირე ბაღები აქვთ ან კრეფის ხარჯის წინასწარ დაფარვა არ შეუძლიათ.

„მანდარინის მკრეფავის დაქირავება დღეში 80 ლარი ჯდება, მეგოდრის, საშუალოდ 150 ლარი. ეს დიდი ხარჯია. ვისაც პატარა ბაღი აქვს ან დამატებითი თანხა არ გააჩნია, მუშახელს ვერ ქირაობს და მანდარინი ხეზე დაუკრეფავი რჩება. იგივე პრობლემა ექმნებათ იმ ფერმერებსაც, რომლებსაც მანდარინის ჩაბარება გადამამუშავებელ საწარმოში სურთ. მანდარინი ჯერ უნდა მოკრიფონ, შემდეგ კი საკუთარი ტრანსპორტით საწარმომდე მიიტანონ. ვიცით, რომ ქობულეთში არის არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ნაყოფს მანდარინის კონცენტრატის დასამზადებლად იყენებს, თუმცა ზოგიერთ ფერმერს მუშახელის დაქირავების საშუალებაც არ აქვს. კრეფა ძვირი ჯდება, საწვავიც გაძვირდა და ტრანსპორტირებაც. თუ ფერმერმა მანდარინი ვერ მოკრიფა, საწარმომდეც ვერ მიიტანს“, – ამბობს ფერმერი.

აჭარაში მანდარინის სეზონის დაწყებას მეციტრუსე ფერმერები საექსპორტო ბაზრების გაურკვევლობითა და მოსავლის აღების მაღალი ხარჯებით ხვდებიან. მათი თქმით, ქართული მანდარინი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყიდებოდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრები რუსეთი და უკრაინა იყო. წელს კი ფერმერებმა ჯერ არ იციან, სად და რა რაოდენობით გაიყიდება მოსავალი.

⇔ გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

მათი თქმით, დამატებითი მხარდაჭერა მოსავლის აღების ეტაპზეც სჭირდებათ, რადგან მუშახელის დაქირავების ხარჯის გამო ზოგიერთ ფერმერს მანდარინი ყოველწლიურად ხეზე დაუკრეფავი რჩება.

„ჩვენი მანდარინი რუსეთსა და უკრაინაში კარგად იყიდებოდა. ომის გამო წელს გაურკვეველია, სად გავა მანდარინი და რა რაოდენობით მიიღებენ. ჩემი აზრით, სახელმწიფომ დამატებითი სუბსიდიები უნდა გამოყოს და მეციტრუსე ფერმერებს დაეხმაროს. ეს დახმარება კრეფის ხარჯსაც უნდა შეეხოს. წლიდან წლამდე მუშახელის დაქირავება ძვირდება და ფერმერები მოსავალს დროულად ვეღარ კრეფენ. სწორედ ამ საკითხს სჭირდება ხელშეწყობა“, – ამბობს სოფელ ლეღვაში მცხოვრები მეციტრუსე ფერმერი ნუგზარ ანანიძე.

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, როგორც გასულ წლებში, წელსაც აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. შტაბი მანდარინის ექსპორტსა და მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას გაუწევს კოორდინაციას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს რეგიონში 40 ათას ტონაზე მეტ ციტრუსს ელოდებიან. არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით ჩაიბარებს. ფერმერები კილოგრამში 40 თეთრს მიიღებენ. აქედან 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის.

  • აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს
  • შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან
  • ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

Post navigation

Previous: „განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.