Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 30, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE

ქობულეთი შუქნიშნის გარეშე, რამდენად უსაფრთხოა ქალაქის ქუჩები და როდის დადგება გადაწყვეტილების დრო? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ადგილობრივები წლებია სვამენ, თუმცა კონკრეტულ პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

ქობულეთელების თქმით, შუქნიშნის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ხშირად იქმნება საცობები და ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ქობულეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დროისთვის შუქნიშანი არსად არის დამონტაჟებული.

ტურისტული ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, რუსთაველის ქუჩა მონაკვეთია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი და ქვეითი კვეთს. აქ რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩები ერთმანეთს უერთდება და წრიულ მოძრაობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები და ქვეითთა გადასასვლელებია მოწყობილი, შუქნიშანი ამ მონაკვეთზე 1980-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

ეს საარქივო ფოტომასალის მიხედვით აღდგენილი კადრია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ გამოიყურებოდა ამ ქუჩაზე დამონტაჟებული შუქნიშანი.

ქალაქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი აღმაშენებლის ცენტრალური გამზირია, სადაც ამჟამად გზის გამყოფი ზოლისა და წრიული მოძრაობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიზანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში ამ მონაკვეთზე შუქნიშნის დამონტაჟებაც იგეგმება.

ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ შუქნიშნის საჭიროება განსაკუთრებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, სადაც ყოველდღიურად ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა.

ქობულეთში პირველი შუქნიშანი გასული საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, 1982 წელს დამონტაჟდა. ის რუსთაველის ქუჩისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის რეგულირებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მალევე შეწყვიტა მუშაობა. მას შემდეგ ქალაქის ამ მონაკვეთებზე შუქნიშნები აღარ ფუნქციონირებს.

რუსთაველის ქუჩისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია

დღეს, როდესაც ქალაქში სატრანსპორტო ნაკადი იზრდება და ურბანული განვითარება ახალ გამოწვევებს ქმნის, შუქნიშნების საჭიროებაზე ადგილობრივები კვლავ საუბრობენ. როდის დამონტაჟდება ქობულეთში შუქნიშნები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია?

„ქობულეთის ბაზრის ტერიტორიაზე შუქნიშნის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები. დაწყებულია დარგის ექსპერტის ჩართულობა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟება. რაც შეეხება სადგურის ტერიტორიას, აქ შუქნიშნის დამონტაჟება ჯერ არ განიხილება“- წლებია, ქობულეთის მერიისგან სწორედ ასეთ პოზიციას ვისმენთ.

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

Post navigation

Previous: ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ლევან ურიდია ოქტომბერი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ლევან ურიდია ოქტომბერი 26, 2026
xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.