შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათ შორისაა 1 კილოგრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

