ფოტო: ქობულეთი Live
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციხისძირში, ძველ შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ავარია საქორწილო კოლონის ერთ-ერთ ავტომობილს შეემთხვა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

