„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასის ნახევარფინალში „გორის დილა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი 30-ე წუთზე „გორის დილას“ ფეხბურთელმა შოთა შეყილაძემ გაიტანა. შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარში „დინამო ბათუმმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო.
ბათუმელთა პირველი გოლი 49-ე წუთზე დიკ კარსონმა გაიტანა, 57-ე წუთზე კი მაურიდესმა „დინამო ბათუმი“ დააწინაურა. 83-ე წუთზე ომრან იმრანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.
საქართველოს თასის ფინალში „დინამო ბათუმი“ „გაგრას“ დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება ფინალური შეხვედრა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

