„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ საქართველოს სუპერლიგის რეგულარულ სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მეოთხე ტურში „ბათუმელებმა“ „CIU-სთან“ ანგარიშით 71:80 წააგეს.
მატჩი მეოთხედების მიხედვით ასე წარიმართა: 16:29, 28:25, 20:7, 7:19.
შეხვედრის MVP „ს/კ ბათუმის“ კალათბურთელი გიორგი ოჩხიკიძე გახდა. მის ანგარიშზეა 30 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და ეფექტიანობის 29-იანი მაჩვენებელი (EFF).
„კსუ კავკასიის“ რიგებში საუკეთესო ლეგიონერი ფორესტი იყო, რომელმაც 16 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი (EFF) 19 იყო.
„საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ სუპერლიგის მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს გამართავს. „დელფინები“ საკუთარ მოედანზე „თსუ-ს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

