„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ 76:91 წააგო ბერძნულ „პრომითეასთან“. მატჩი FIBA Europe Cup-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით გაიმართა.
„ბათუმელებმა“ შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 23:30 მოიგეს, თუმცა შემდგომში მასპინძლებმა სიტუაცია გამოასწორეს და დარჩენილი სამივე მეოთხედი მოიგეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე არნოლდას კულბოკა (Promitheas Patras) გახდა. მის ანგარიშზეა 18 ქულა, ექვსი მოხსნა, ერთი პასი და ეფექტიანობის (EFF) 22-იანი კოეფიციენტი. ბათუმელთა რიგებში თავის გამოჩენა კარსონ ბაშამმა მოახერხა: EFF 19, 15 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი დაფარება.
„საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ A ჯგუფში სამი ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა. „ბათუმელები“ FIBA Europe Cup-ზე მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს გამართავენ. მეოთხე ტურში „ს/კ ბათუმი“ „Trepça“-ს დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

