„დინამო თბილისსა“ და ყაზახურ გუნდს შორის U15 კატეგორიის ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მატჩი ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიმართა. ინციდენტის შემდეგ პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ კონფლიქტის ამსახველი დამატებითი ვიდეომასალა მოიპოვა.
ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ქართველ ფეხბურთელთა და საქართველოს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება უძღოდა. კონფლიქტის დროს ფეხბურთელები სხვადასხვა საგანსაც ისროდნენ.
მიუხედავად მომხდარისა, ორგანიზატორებს მატჩი არ შეუწყვეტიათ. ამასთან, ყაზახური გუნდი ტურნირს არ ჩამოუშორებიათ და ფინალში გადაიყვანეს. მატჩის ორგანიზატორი აჭარის ფეხბურთის ფედერაცია იყო.

