„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონატის პირველ ტურში „ქუთაისი“ ანგარიშით 80:77 დაამარცხა.
„დელფინებმა“ შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მეტოქეს 26:14 მოუგეს, თუმცა „ქუთაისელებმა“ მეორე და მესამე მეოთხედებში ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, 13:26 და 16:18.
მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც „ბათუმელებმა“ 25:19 მოიგეს.
შეხვედრის ყველაზე ეფექტიან მოთამაშედ „ს/კ ბათუმის“ კალათბურთელი კარსონ ბაშამი დასახელდა. მის ანგარიშზეა 18 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და ეფექტიანობის 33-იანი კოეფიციენტი.
23 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „ს/კ ბათუმის“ წევრი გიორგი ოჩხიკიძე იყო.
„საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ სუპერლიგის მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ახალციხეს“ შეხვდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

