Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ლევან ურიდია ოქტომბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE

სოფელ დაგვაში მცხოვრები 86 წლის იოსებ კარაპუტაძე უკვე ნახევარი საუკუნეა, სპეციალურად შერჩეული ხის მასალისგან გოდრებსა და კალათებს ამზადებს.

მისი ხელობა დღეს სულ უფრო იშვიათი ხდება. გოდრის დამზადება მარტივი საქმე არ არის. საჭირო ხის მასალის მოპოვებასა და მომზადებას იოსებ კარაპუტაძე ყოველწლიურად, შემოდგომაზე იწყებს. ხის შერჩევა, დამუშავება, წნელების მომზადება და შემდეგ მათი სათითაოდ დაწნვა დიდ დროს, ფიზიკურ შრომასა და მრავალწლიან გამოცდილებას მოითხოვს.

86 წლის ოსტატისთვის ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. გოდრებისა და კალათების დამზადება მისი ცხოვრების ნაწილია, ხელობა, რომელსაც ახალგაზრდობიდან მოჰყვება და უკვე 50 წელია, მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ოსტატი ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მუშაობა უფრო უჭირს. ხელები ისე სწრაფად და მარტივად ვეღარ ემორჩილება, როგორც წლების წინ, გოდრის დაწვნას კი დიდი ძალისხმევა მოითხოვს.

გვიყვება, რომ წელს გოდრებისა და კალათების მყიდველი ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა, ოსტატი საქმიანობას არ წყვეტს. ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ის ქობულეთის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გზაგამყოფზე დგას და საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს ყიდის.

მისი ძირითადი მყიდველები ადგილობრივები არიან, თუმცა გოდრებითა და კალათებით ტურისტებიც ინტერესდებიან. განსაკუთრებით მოსწონთ პატარა, მინიატურული გოდრები, რომლებსაც ქართული ტრადიციული ხელობის ნიმუშებად ყიდულობენ.

იოსებ კარაპუტაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა თაობას ამ საქმისადმი ინტერესი ნაკლებად აქვს. სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი დარდი, შიშობს, რომ მას შემდეგ, რაც თავად მუშაობას ვეღარ შეძლებს, შესაძლოა, აღარავინ აღმოჩნდეს, ვინც მის ცოდნასა და გამოცდილებას აითვისებს, გააგრძელებს და ამ ტრადიციას შეინარჩუნებს.

მიუხედავად ასაკისა, ოსტატი ყოველდღე ისევ თავის ადგილას დგას. არც ქუჩის ხმაური აშინებს, არც წვიმა და ქარი. აგრძელებს საქმეს, რომელსაც ნახევარი საუკუნე მიუძღვნა და რომლის მომავალიც დღეს გაურკვეველია.

Post navigation

Previous: ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ლევან ურიდია ოქტომბერი 5, 2026
oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ლევან ურიდია ოქტომბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.