Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ლევან ურიდია ოქტომბერი 4, 2026
oqros maziebeli_AJARATIMES.GE

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ამ ოპტიმისტური განწყობით გადიან ისინი ყოველდღე ზღვის სანაპიროზე. ხელში მეტალოდეტექტორებით, თვალით ქვიშისკენ და იმედით, რომ მორიგი გასეირნება საინტერესო აღმოჩენით დასრულდება.

ქობულეთის სანაპიროზე, განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მაძიებლების ნახვა ჩვეულებრივი ამბავია. ისინი საათობით მიუყვებიან პლაჟს და მეტალოდეტექტორით ქვიშას ამოწმებენ.

ზღვის ტალღებს ნაპირზე ხშირად სხვადასხვა ნივთი გამოაქვს, მათ შორის სამკაულები, მონეტები და სხვა ლითონის ნივთები, რომლებიც დამსვენებლებს ზაფხულის განმავლობაში ეკარგებათ. თუ გაუმართლათ, სახლში საინტერესო აღმოჩენით ბრუნდებიან. თუ არა, კიდევ ერთი დღე უშედეგო ძებნაში გადის.

ჩვენი რესპონდენტი ქობულეთის სანაპიროზე ძვირფას ლითონებს დაახლოებით ხუთი წელია ეძებს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ოქროს პოვნა აინტერესებს, თუმცა დღევანდელი ძებნა მისთვის უშედეგო აღმოჩნდა.

ოქროს მაძიებლის თქმით, კარგი სეზონი სწორედ ზაფხულია, როცა სანაპიროზე ბევრი ტურისტია. რაც უფრო მეტი ადამიანია პლაჟზე, მით უფრო იზრდება დაკარგული ნივთების რაოდენობაც. შემოდგომაზე კი, როცა ზღვა ძლიერდება და სანაპიროზე შტორმული ამინდებია, მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება.

მათივე გამოცდილებით, სწორედ შტორმის შემდეგ არის პლაჟზე ძვირფასი ნივთის პოვნის მეტი შანსი. ერთი ნივთის პოვნას ზოგჯერ მთელი დღე სჭირდება. მაძიებლები საათობით დადიან ერთი და იმავე მონაკვეთში, მეტალოდეტექტორის სიგნალს ამოწმებენ, ქვიშას თხრიან და შემდეგ გზას ისევ აგრძელებენ.

ყველა სიგნალი ოქრო არ არის. ხშირად აღმოჩენილი ნივთი უბრალოდ ლითონის ნაგავია, ძველი მონეტა ან სხვა მცირე ზომის ნივთია. თუმცა ყოველი ახალი სიგნალი იმედს აჩენს, რომ ამჯერად შეიძლება ძვირფასი რამ აღმოჩნდეს.

ქობულეთის სანაპიროზე ოქროს ადგილობრივებთან ერთად უცხოელებიც ეძებენ. მაძიებლების თქმით, ბოლო პერიოდში კონკურენციაც გაიზარდა, შესაბამისად, სასურველი ნივთის პოვნის შანსიც შემცირდა.

Post navigation

Previous: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ლევან ურიდია ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

ლევან ურიდია სექტემბერი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.