ამორტიზებული და ავარიული გზაა ქობულეთში, ბაგრატიონის ქუჩის №62-ის მოპირდაპირედ, რომელიც რუსთაველის ცენტრალურ გზას უერთდება.
ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ქობულეთის მერიამ დაახლოებით ერთი წლის წინ აღნიშნულ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ქუჩის ნაწილი გადათხრილია და მოუწესრიგებელია. სწორედ ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გაჰყავდათ. გზაზე არ არის სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ტერიტორია იტბორება.
გზა მოსწავლეებსაც უქმნის პრობლემას. ადგილობრივთა თქმით, სკოლის ავტობუსს აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უჭირს და მოზარდები სკოლამდე მიყვანა გართულებულია.
არჩევნების პერიოდში მათ გზის მოწესრიგებას დაჰპირდნენ, თუმცა მას შემდეგ ადგილზე შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა და პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობას არავინ დაკავშირებია.
ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ ქობულეთის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
საკითხზე ქობულეთის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს.
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

