15 ნოემბერს Wendy’s მსოფლიოში 57 წლის ხდება, საქართველოში კი მე-13 დაბადების დღეს აღნიშნავსდა თავის ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებიც ბრენდთან ერთად გაიზარდნენ, Wendy’s-ის ძველი მონეტებით რესტორნებში ეპატიჟება. 14 და 15 ნოემბერს ძველი მონეტის Wendy’s-ის ბურგერში გადაცვლა ნებისმიერ რესტორანში იქნება შესაძლებელი.
დაბადების დღეს Wendy’s-ი პატარა სტუმრებთან ერთადაც აღნიშნავს ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ Wendy’s-ის რესტორანში. „ბავშვთა სოფლის“, „იალქანისა“ და „ახალი ნაბიჯების“ დღის ცენტრების ბავშვებს Wendy’s-ის სამზარეულოში საინფორმაციო ტური და დაუვიწყარი გასართობი პროგრამა ელით.

„გვიხარია, რომ საქართველოში Wendy’s-ის 13 წლისი უბილეს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან დაპატარა სტუმრებთან ერთად აღვნიშნავთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვენდობოდა და ისევ და ისევ გვიბრუნდებოდა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გუნდს, რომელმაც ყოველდღიური შრომითა და სტუმრებისადმი გულწრფელი მასპინძლობით Wendy’s-ისაქართველოში ბევრი ოჯახისა და მეგობრისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად აქცია. 2026 წელი Wendy’s საქართველოსთვის რეკორდულია: 2025 წელთან შედარებით გაყიდვები და ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბრენდის საიმიჯო მაჩვენებლებიც. ამ შედეგებით განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. 2027 წელს საქართველოში ინვესტირებას გავაგრძელებთ, ახალ რესტორნებს გავხსნით და სამუშაო ადგილებს შევქმნით. ამით Wendy’s-ის პროდუქტები მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ჩვენსერთგულ სტუმრებს კი წინ მენიუს მუდმივი განახლებადა კიდევ ბევრი სიახლე ელის“, – ამბობს Wendy’s საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გივიგვეტაძე.
ერთი თვის წინ Wendy’s-ის რესტორნებში ტრუფელის ბურგერი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

Wendy’s ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელია. პირველი რესტორანი დეივ ტომასმა 1969 წლის 15 ნოემბერს აშშ–ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში გახსნა.
ბრენდი ცნობილი გახდა კვადრატული ბურგერებითა და Frosty დესერტით. დღეს Wendy’s-ი მსოფლიოში 7 194 რესტორანს აერთიანებს, საქართველოში კი 22 რესტორნითაა წარმოდგენილი ქვეყნის ყველა დიდქალაქში. უახლოეს პერიოდში Wendy’s-ის კიდევ ერთი რესტორანი თბილისში, ვარკეთილში გაიხსნება.


