Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

ლევან ურიდია სექტემბერი 23, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE

ზღვისპირა ქალაქში ზაფხულის ცხელი დღეები ოფიციალურად დასრულდა. ამასთან, მკვეთრად იკლო ჩამოსული დამსვენებლების რაოდენობამ და ტურისტების ნაკადი ქალაქის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც შემცირდა.

წვიმიანი და ცვალებადი ამინდის პირობებში, სექტემბერში ე.წ. ხავერდოვანი სეზონიც ვერ გამართლდა, რაზეც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და საოჯახო სასტუმროების მფლობელები „აჭარა თაიმსთან“ საუბრობენ.

საოჯახო სასტუმროსა და კაფე-ბარის მფლობელი ნინო ანანიძე 20 წელზე მეტია, რაც ტურიზმის სექტორშია. მასთან დასასვენებლად  ძირითადი სეგმენტი კვლავ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებია, რომლებიც ხშირად ოჯახებთან ერთად საოჯახო სასტუმროებში ისვენებენ.

როგორც ნინო ანანიძე ამბობს, წელს ქობულეთისთვის ტურისტული სეზონი ძალიან სუსტი იყო. მაგალითად, გასულ წელს აგვისტოში ოთხადგილიანი ნომრის ღირებულება 200 ლარი იყო, წელს კი ფასი 150 ლარამდე შემცირდა. სექტემბერში კი ნომერი 50-100 ლარადაც გაუქირავებია.

მისი თქმით, წელს ქობულეთში შეიძლება ითქვას, რომ საშუალო სეზონი იყო. დამსვენებლები მოკლე ვადით ჩამოდიოდნენ და დასვენებას უფრო ეკონომიურად, დაბალ ფასად ითხოვდნენ.

„ზოგადად, ქობულეთში ადგილობრივი ტურიზმი ყოველთვის ცოტა იყო. წელს ძირითადად ბელარუსიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებლები იყვნენ. რეგიონში დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამაც გამოიწვია დამსვენებლების ნაკადის შემცირება. ამას დაემატა რუსეთში საწვავთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ჯაჭვურად გადაება სხვა მიმართულებებს და, საბოლოოდ, ყველაფერზე აისახა“, – ამბობს ნინო ანანიძე.

რაც შეეხება კვების ობიექტს, რომელსაც ნინო ანანიძე უკვე ხუთი წელია მართავს, მისი თქმით, კაფე „აწარმოე საქართველოს“ გრანტის ფარგლებში გახსნა და სივრცე მეტ-ნაკლებად სტაბილურად მუშაობს.

მისი თქმით, კვების ობიექტის ძირითადი გათვლა მუდმივ სტუმრებზეა. ფასები მკვეთრად არ შეუცვლიათ და სტაბილურად შეინარჩუნეს, რამაც, როგორც ამბობს, შედეგი გამოიღო, ობიექტზე ერთხელ მისული სტუმრები მეორედაც დაბრუნდნენ.

ტურისტული სერვისების ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრისას ნინო ანანიძე ამბობს, რომ ქობულეთს, როგორც შავი ზღვის კურორტს, მეტი რეკრეაციული ზოლი და მწვანე სივრცე სჭირდება.

„პირველ რიგში, ქობულეთს, როგორც შავი ზღვის კურორტს, აუცილებელია ჰქონდეს ბევრი რეკრეაციული ზოლი და მწვანე გარემო. ასევე, საპლაჟო ინფრასტრუქტურას ყოველ სეზონზე გადახედვა და განახლება სჭირდება. პლაჟებზე არ არის საშხაპეები და გასახდელი კაბინები, ხოლო სადაც არის, არასაკმარისი რაოდენობითაა და ზოგიერთიც დაზიანებულია. ეს ყველაფერი ცივილურ დონეზე უნდა იყოს მოწყობილი. ასევე, სანაპიროზე არსებული შეზლონგები, რომლებიც ქირავდება, იმ ფასის შესაბამისი არ არის, რასაც რეალურად პლაჟზე მისული დამსვენებელი იღებს. თუ შეზლონგის ქირაობა ფასიანია, ის არ უნდა იყოს შელახული, დაზიანებული, სიძველისგან გახრწნილი და ჭუჭყიანი“, – ამბობს ნინო ანანიძე.

სეზონურად მოვაჭრე ელგუჯა მამულაძე და მისი ოჯახი ქობულეთში ტურისტულ სეზონზე 20 წელზე მეტია მუშაობენ. მათ სეზონური ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება აქვთ. ოჯახი ძირითადად სეზონურ, შერეულ საქონელზე მუშაობს. მათ ობიექტი ივნისის დასაწყისში გახსნეს და რამდენიმე დღეში დახურვას აპირებენ.

როგორც ელგუჯა მამულაძე ამბობს, წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი სათანადოდ ვერ შედგა. ამის მიზეზად კი რამდენიმე გარემოებას ასახელებს.

„ძირითადად, წვიმიანი სეზონი და ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სეზონის სრული დატვირთვით წარმართვაზე“, – ამბობს ელგუჯა მამულაძე.

მისი თქმით, ისინი ყოველ ტურისტულ სეზონზე იჯარით ქირაობენ სავაჭრო ფართს, რომლის ღირებულებაც, ადგილმდებარეობის შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება.

ელგუჯა მამულაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით, წელს ქობულეთში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა. გარკვეულ პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა, თუმცა ნაწილზე შარშანდელი ფასები შენარჩუნდა.

გოგი გოგიტიძე საოჯახო სასტუმროს მფლობელია. ის ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ვეტერანია. ერთ დროს იგი ქობულეთის კურორტთა მართვის ტერიტორიული საბჭოს თავმჯდომარე იყო. საბჭოს ევალებოდა კურორტის განაშენიანება, განვითარება და ახალი საკურორტო-სამედიცინო მომსახურების დანერგვა. გოგი გოგიტიძე ამ საქმიანობას 1980-1992 წლებში ხელმძღვანელობდა.

როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ამბობს, საბჭოთა პერიოდში არსებულ საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურა და სერვისი ბევრად უფრო გამართული იყო, რადგან ის საკავშირო მასშტაბით თითქმის ერთიანი სისტემით იმართებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს სისტემა შეიცვალა და ტურიზმის სფერო ეტაპობრივად კერძო ბიზნესის ხელში გადავიდა.

მისი თქმით, დღეს ქობულეთის საკურორტო ზონაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი. მათ შორის აუცილებელია სანაპირო ზოლში საზოგადოებრივი ბიოტუალეტების, მოწესრიგებული საშხაპეებისა და გასახდელების არსებობა.

„გასულ საუკუნეში ქობულეთის საკურორტო პერიოდი დაყოფილი იყო ზაფხულის ცხელ და სექტემბრის ხავერდოვან ტურისტულ სეზონებად. ხავერდოვან სეზონზე ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ჩამოდიოდნენ, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ სანატორიუმებში ისვენებდნენ.

ასევე, იყო ბავშვებისთვის ცალკე გამაჯანსაღებელი სანატორიუმები და სხვა მიმართულებები. ეს მიმართულება დიდ ინტერესს იწვევდა. დღეს კი სრულიად სხვა რეალობაა. ტურიზმის სექტორი ხშირად კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული, რაც სწორი სტრატეგია არ არის. ტურიზმი ვითარდება იქ, სადაც ხელმისაწვდომობა და განვითარების სწორი სტრატეგიაა.

ქობულეთის სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 14 კილომეტრია და აქ ბევრი საინტერესო და ახალი სივრცე შეიქმნა, მათ შორის ახალი სანაპირო ბულვარიც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ზამთრის შტორმი ყოველწლიურად აზიანებს სანაპიროს და ყოველ სეზონზე, მის დაწყებამდე, დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლებაა საჭირო. ამას ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აკეთებდეს“, – ამბობს გოგი გოგიტიძე.

მისი თქმით, პრობლემებია სასტუმრო-სარესტორნო მომსახურების მიმართულებითაც. გამოწვევად რჩება მოძველებული ინვენტარი, უცხო ენებისა და მომსახურების სტანდარტების არასათანადო ცოდნა მომსახურე პერსონალში. გოგი გოგიტიძე ასევე საუბრობს საექსკურსიო ტურებზე და ამბობს, რომ ეს მიმართულება ფაქტობრივად კერძო მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლების ხელშია.

„სეზონზე მათ უამრავი უცხოელი ტურისტი გადაჰყავთ ექსკურსიებზე. ფაქტობრივად, ეს მიმართულება მიშვებულია თვითდინებაზე და არ არსებობს სათანადო კონტროლის მექანიზმი. საუბარია ტურისტების უსაფრთხოებაზე, მძღოლების კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის ხარისხზე. ასევე, ტურები ხშირად ყოველგვარი დაზღვევის გარეშე იგეგმება და ხორციელდება. ამას ტურიზმის დეპარტამენტი მკაცრად უნდა აკონტროლებდეს“, – ამბობს გოგი გოგიტიძე.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მისი თქმით, რუსი ტურისტები ძალიან ცოტანი იყვნენ. ძირითადად სომხეთიდან და ბელარუსიდან ჩამოდიოდნენ. აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კი, მისი შეფასებით, ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მცირე იყო. გოგი გოგიტიძე ასევე აღნიშნავს, რომ ქობულეთში ბოლო წლებში ბევრი საოჯახო, დიდი ზომის სასტუმრო აშენდა, რამაც კონკურენცია გაზარდა.

„უფრო მეტი სასტუმრო ნომერია, ვიდრე ტურისტების რაოდენობა, რომელიც ქალაქში შემოდის“, – ამბობს ის.

ქობულეთი, როგორც საკურორტო ქალაქი, თითქმის ერთსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. 1923 წლიდან იგი ოფიციალურად სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად ითვლება. ქალაქი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს და წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ დამსვენებელსა და ტურისტს მასპინძლობს.

Post navigation

Previous: პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა
Next: ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.