„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, გაიგეს გასროლის ხმა.
25 წლამდე კაცი ფეხის არეშია დაჭრილი, ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს, რომლის შემდეგადაც უნდა დადგინდეს მომხდარის მოტივი.
„სისხლის სამართლის 118-ე და 236-ე მუხლებით მინდინარეობს გამოძიება, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირი ტარდება შესაბამისი ღონისძიებები,“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

