Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის №23-ში მცხოვრებლები შიშობენ, რომ მეზობლად მიმდინარე მშენებლობამ შესაძლოა მათი სახლი დააზიანოს და საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრეს.

მოქალაქეების თქმით, 130 წელზე მეტი ხნის სახლის მდგომარეობა ისედაც ავარიულია, თუმცა მომიჯნავედ მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისას მძიმე ტექნიკის მუშაობით გამოწვეული ვიბრაციის შედეგად შენობის კედლებზე ახალი ბზარები გაჩნდა. მათი მტკიცებით, ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება.

მშენებლობა საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ერთ მეტრში მიმდინარეობს. ადგილობრივის, ალექსანდრე გოგუაძის თქმით, პრობლემის შესახებ არაერთ უწყებას მიმართეს, თუმცა მშენებლობის შეჩერებას ვერ მიაღწიეს. ოჯახი მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

მოქალაქეები შიშობენ, რომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, სახლი საცხოვრებლად სახიფათო გახდეს.

„აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა მშენებლობის შეჩერების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. დარღვევების აღმოფხვრის მიზნით კომპანიამ განახორციელა შესაბამისი ცვლილებები და გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, რის შემდეგაც მას მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. რაც შეეხება მომიჯნავე საცხოვრებელ სახლს, იმედაიშვილის 23 ნომერში უკვე ჩატარებული აქვს შესაბამისი ექსპერტიზა და იგი ავარიულად არის მიჩნეული. ამ ეტაპზე, მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი ღონისძიებების გატარების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. თუმცა, სამშენებლო პროცესში ახალი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას მოახდენს და დაიწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას,“ – განაცხადეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში. 

მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები „აჭარა თაიმსმა“ ადგილზე ვერ იპოვა. ჩვენ მზად ვართ, გავაშუქოთ კომპანიის პოზიციაც და მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა პასუხი ექნებათ მათ მოქალაქეების პრეტენზიებზე.

Post navigation

Previous: ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში
Next: გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 4, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 4, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1) 1
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2) 2
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1) 3
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს gamonabolqvi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.