2026 წლის ოქტომბერში, ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 141 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ოთხ ქალაქში სულ 779 სამართალდარღვევა დააფიქსირეს.
მათ შორის:
- თბილისში – 446;
- ქუთაისში – 150;
- ბათუმში – 141;
- რუსთავში – 42.
დეპარტამენტის ცნობით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 684 ფიზიკურ პირს, 95 კი იურიდიულ პირს უკავშირდება. სამართალდარღვევების 471 ფაქტი მსუბუქ ავტომობილებზე, 290 მიკროავტობუსებზე, 18 კი სატვირთო ავტომობილებზე მოდის.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში, ოთხ ქალაქში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 635 ფაქტი გამოვლინდა. კონტროლი გზებზე ყოველდღიურად ხორციელდება.

