„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თუმცა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ დავით მჭედლიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით მჭედლიძე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ერთი წლის წინ დაინიშნა.
მას წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

