Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ტურისტების დანახარჯები შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6%-ით მეტია.

ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 3.1%-იანი ზრდაა. მათ მიერ განხორციელდა 2.6 მილიონი ვიზიტი, მათ შორის 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.7%-ით მეტია.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან იყო – 596.8 ათასი (26.7%). მეორე ადგილზე თურქეთი 14.5%-იანი წილით, მესამეზე კი სომხეთი 11%-იანი წილით გავიდა.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა. დედაქალაქში 1.3 მილიონი, ხოლო აჭარაში 1.2 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა.

ვიზიტების 58.8% დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა, 21.6% კი მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას უკავშირდებოდა.

მიუხედავად ვიზიტების ზრდისა, შემცირებულია უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები. 2026 წლის მესამე კვარტალში მათმა მთლიანმა დანახარჯებმა 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით ნაკლებია. ამასთან, ერთი ვიზიტის საშუალო ხარჯი 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.

ვიზიტორების ყველაზე დიდი დანახარჯი განთავსებაზე მოდიოდა – 2 მილიარდ ლარზე მეტი, საკვებსა და სასმელზე კი 1.7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

Post navigation

Previous: ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს
Next: საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.