ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ „მეშახტე“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც „თოლიების“ წაუგებელი სერია 12 მატჩამდე გაიზარდა.
„აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა.
31-ე ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის ლიდერია. „ბათუმელების“ ანგარიშზე 59 ქულაა და ისინი მეორე ადგილზე მყოფ „იბერია 1999“-ს სამი ქულით უსწრებენ.
„თოლიები“ ეროვნულ ლიგაში მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავენ. 32-ე ტურში „დინამო ბათუმი“ „სპაერს“ ესტუმრება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

