„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „სამგურალს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი 23-ე წუთზე პაულო ვიტორმა გაიტანა. 65-ე წუთზე „თოლიების“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მაურიდესმა, ბათუმელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ლევან შენგელიამ 74-ე წუთზე დააფიქსირა.
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ 56 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.
ბათუმელები ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს გამართავენ. 31-ე ტურში „დინამო ბათუმი“ „მეშახტეს“ დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

