ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა, რითაც „თოლიების“ წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაიზარდა.
„ბათუმელების“ რიგებში გოლები პაულო ვიტორმა, მაურიდესმა და ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანეს, ხოლო „გაგრას“ ერთადერთი გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა. ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ 53 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.
მომდევნო შეხვედრას „ბათუმელები“ 24 ოქტომბერს გამართავენ. ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო ბათუმს“ „სამგურალი“ ესტუმრება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

