შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

