შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მათი უკანონო მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავების ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

