Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო კამპანიას დაიწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება. ალიანსის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და ერთობლივ კამპანიას დაიწყებენ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ალიანსი საპროტესტო მოქმედებებს სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის სასამართლო დარბაზებსა და ქუჩაში გამართავს. ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამპანიის მიზანი 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვაა.

„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას, ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა.

ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა. ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისა და დიდი ქართული ისტორიისთვის, მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა; ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა; ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა; ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ თავად უმაღლესი ხელფასების დანიშვნა; ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა; ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები და ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა, მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად; ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა; ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ვიღაცას ასე დასჭირდა; ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალულ სიტყვათა ინდექსის დაწესება; ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე ტვინებისა და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა.

პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ის რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, ეს იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება. იმიტომ, რომ გაგრძელდეს კორუფცია, თქვენი ძარცვა, გაგრძელდეს მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ? – ყველაფერი უარყოფითი.

ამიტომაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების. ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას.

25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე გელით ყველას. ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

Post navigation

Previous: ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს
Next: აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

ოქტომბერი 15, 2026
ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

ოქტომბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 15, 2026
სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

ოქტომბერი 15, 2026
ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

ოქტომბერი 15, 2026
ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

ოქტომბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 15, 2026
სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

ოქტომბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.