Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE

უკვე მეორე დღეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მსჯელობს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი ვასილ როინიშვილია.

წარსულში ის როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი იყო. შეგახსენებთ, რომ სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძე2008 წლის აგვისტოში ბათუმში მოკლეს.

2008-დან 2020 წლამდე როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას შემაჯამებელი დასკვნა არ გაუკეთებია, არც რაიმე საგამოძიებო მოქმედება განუხორციელებია. 2012 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილის მეუღლემ, ც.შავაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე სახელმწიფოს არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა, მას სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. ის ასევე დავობდა იმაზეც, რომ სახელმწიფომ საქმის სათანადოდ გამოძიების პროცედურული ვალდებულება დაარღვია.

სწორედ ამ სახელმწიფოს წარმოადგენდა იმ დროს ვასილ როინიშვილი. კერძოდ, 2006-2008 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატური იყო და შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ზედამხედველობდა. 2020 წლის 25 ივნისს საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიისთავმჯდომარედ აირჩია.

შავაძის საქმესთან დაკავშირებით, როინიშვილი 2023 წელს, უკვე მოსამართლის ამპლუაში გამოიკითხა. მანამდე კი,  2020 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს მიერ სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქმე 2008 წლის აგვისტოში ბათუმში დაკავებული სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის გარდაცვალებას ეხებოდა. სასამართლომ გამოძიება არაეფექტიანად მიიჩნია, მათ შორის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, გარდაცვლილის მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობისა და საქმის გაჭიანურების გამო.

სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ძალის გამოყენების აუცილებლობას და გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საინტერესოა, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომებზე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უწოდა, როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძეს მოუსმინეს.

„ასე ვიცი, რომ რუსების მიმართ გზა იყო ჩაკეტილი. ის თბილისში გადმოჰყავდათ. როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო. ვფიქრობ იმიტომ, რომ – გზა დაკეტილი, მიჰყავთ, სად მიჰყავთ? თუ დაიჭირეს, შემდეგ გაირკვა, ჩემს მეუღლეს არც ნარკოტიკი ჰქონია, არც არავითარი გარღვევა ჰქონია, რატომ არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატოვება?! მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს“, – განაცხადა იმ სხდომაზე ციცინო შავაძემ.

დღეს კი ვასილ როინიშვილი, რომელიც 2006-2008 წლებში თვითონ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და იმავე „ნაციონალური მოძრაობისა“ და კიდევ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაუქმებაზე მსჯელობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მის აცილებას საფუძველი არ აქვს.

Post navigation

Previous: მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.