„დინამო ბათუმის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „ზღვისპირელებმა“ 2:3 წააგეს „სპაერთან“. მატჩის პირველი გოლი მე-11 წუთზე უერდი მარამ გაიტანა და შეხვედრის პირველი ტაიმი ბათუმელთა სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში „სპაერმა“ მატჩის შემოტრიალება შეძლო: ანგარიში 48-ე წუთზე სამხარაძემ 11-მეტრიანით გაათანაბრა, 52-ე წუთზე ცირდავამ „სპაერის“ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე მესამე გოლი ასკურავემ შეაგდო.
მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ბუნტურის ავტოგოლმა დააფიქსირა (2:3). „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს გამართავს, 33-ე ტურში ბათუმელები „რუსთავს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

