Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ლევან ურიდია ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. დასაქმებულების თქმით, მათთვის მიუღებელია შრომითი ანაზღაურების მხოლოდ 100 ლარით გაზრდა.

როგორც საწარმოში დასაქმებულები ამბობენ, წლების განმავლობაში, ყოველი სექტემბრის ბოლოს, შრომითი ანაზღაურების გარკვეული პროცენტით ზრდა იყო გათვალისწინებული.

მათი თქმით, წელსაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხელფასი უფრო მეტად გაიზრდებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 100-ლარიანი დანამატი მიიღეს, ზოგიერთმა თანამშრომელმა კი, უფრო ნაკლები.

დასაქმებულების ნაწილის თქმით, აღნიშნული მატება მათთვის არასაკმარისია. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ყოველდღიური ხარჯები, ისე შრომის ბაზარზე არსებული ანაზღაურების მოთხოვნები და არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 100-ლარიანი მატება მათთვის საკმარისი არ არის.

„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ საწარმოს მენეჯმენტმა მათთან შეთანხმებული პირობა სრულად არ შეასრულა.

საკითხზე „აჭარა ტექსტილის“ პოზიციის გასარკვევად კომპანიის დირექტორს დავუკავშირდით. ჩვენს სატელეფონო ზარებს მან არ უპასუხა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში კომპანიის დირექტორი გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანიის მხრიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში, „აჭარა ტექსტილის“ პოზიციას მასალის განახლებულ ვერსიაში შემოგთავაზებთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილში“ დაახლოებით 1 500 თანამშრომელია დასაქმებული.

Post navigation

Previous: აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
Next: რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

ლევან ურიდია სექტემბერი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

ლევან ურიდია სექტემბერი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

ლევან ურიდია სექტემბერი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro 5
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.