Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, კლინიკის დატოვება მოსთხოვეს. მისი თქმით, მიზეზი მის მიერ შეხვედრაზე კლინიკაში არსებული პრობლემის შესახებ ღიად საუბარი გახდა.

საქმე ეხება ელექტრონულ პორტალს, რომლის საშუალებითაც კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ატყობინებენ, აქვთ თუ არა პაციენტის მიღების რესურსი.

ბოლქვაძის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში პორტალი ჩაკეტილი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლინიკას დამატებითი პაციენტის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. შესაბამისად, პაციენტის მიღებაზე უარი ითქვა. ექიმის თქმით, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კლინიკის ხელმძღვანელობამ მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ექიმების ინფორმაციით, 2026 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება პირადად მოსთხოვა. ექიმების თქმით, აღნიშნული მოთხოვნა მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც მან 112-ის ჩანაწერი წარადგინა. ჩანაწერში ისმის საუბარი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებასთან დაკავშირებით. ჩანაწერში „ემერჯენსის“ ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე პაციენტის მიღებაზე უარს ამბობს, ხოლო ოპერატორის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაიყვანონ პაციენტი, პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.

„უსამართლობაა, როცა ექიმს ექიმობიდან სთხოვ წასვლას. დირექტორმა მითხრა, მინისტრის ასეთი გადაწყვეტილებაა, განყოფილების გამგეობიდან წასვლა არაა საკმარისი და უნდა წახვიდე კლინიკიდან“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას.

მას შესთავაზეს დაქვეითება და სხვა კლინიკაში სამუშაოდ გადასვლა. გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი არ ეთანხმება. პერსონალი ექიმს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ მომხდარს უსამართლოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს.

„აჭარა თაიმსი“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

თვეებია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტები არ აქვთ

„გახეთქილი ბრმანაწლავი კრიტიკულ დაავადებად გაასაღეს“ – ოჯახის მძიმე ბრალდებები ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ

 

Post navigation

Previous: ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro 5
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.