Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE (2)

მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები ორ თვეზე მეტია შეჩერებულია. ვითარება თამარის დასახლებაში მცხოვრებთა პროტესტის მიზეზი გახდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ზამთარში მდინარის დონის მატებამ შესაძლოა მათი სახლები დატბოროს.

მოსახლეობის ინფორმაციით, მაისში მდინარეზე არსებული ჯებირი დაანგრიეს და ახლის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები მალევე შეჩერდა. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობდა და დიდი მოცულობის პროექტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა. მოგვიანებით კი, მათი ინფორმაციით, პროცესი დასაქმებულებისთვის ხელფასის გადაუხდელობის გამო შეჩერდა.

თამარის დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდინარის ადიდების შედეგად მათი სახლები წარსულშიც არაერთხელ დატბორილა. რამდენიმე წლის წინ კი, მათი თქმით, ადიდებულ მდინარეს ადამიანები სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. ისინი შიშობენ, რომ თუ ჯებირის მოწყობის სამუშაოები დროულად არ განახლდება, ზამთარში, ნალექების მატებისა და მდინარის დონის აწევის შემთხვევაში, საფრთხე კვლავ შეექმნებათ.

მოსახლეობის ინფორმაციით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მათ ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ამჟამად ატარებს ლაბორატორიულ და ყინვამედეგობის კვლევებს. მათი შედეგები უნდა წარედგინოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სამუშაოების განახლება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

Post navigation

Previous: ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2) 1
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.