Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
gza,transporti_AJARATIMES.GE (1)

ბათუმის მერია ქუჩების რესურსების ხელახალ გადანაწილებას გეგმავს. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირების მომსახურების ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 495 000 ლარს შეადგენს.

პროექტი, რომლის სახელწოდებაა „სრული ქუჩები“, ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ტექნიკური დავალების თანახმად, მერია მიზნად ისახავს ქუჩების რესურსები ხელახლა და რაციონალურად გადაანაწილოს.

„პროექტის მიზანია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტების დაცვითა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, ქუჩების რესურსების ხელახალი გადანაწილება. „სრული ქუჩების“ პრინციპები ორიენტირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხო, კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფაზე. მულტიმოდალური ქუჩის პრინციპი გულისხმობს საჯარო სივრცის თანასწორ განაწილებას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის. აღნიშნული პრინციპი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის გადაადგილების საშუალებას: საქვეითე, ველოსიპედის, არამოტორიზებული ტრანსპორტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილის გადაადგილება. ასეთი პრინციპის გამოყენება ქალაქებს ეხმარება ქუჩების უფრო ეფექტიან დაგეგმვაში, რაც ასევე, უზრუნველყოფს ქუჩის მულტიმოდალური გამტარიანობის ზრდას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტის ფარგლებში შეისწავლიან ქალაქის ქუჩების არსებულ მდგომარეობას, სატრანსპორტო ნაკადებს, ტროტუარებს, გადასასვლელებსა და პარკირების ადგილებს. ასევე, აღირიცხება მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების მოძრაობა. მონაცემები პიკის საათებში 15-წუთიანი ინტერვალებით შეგროვდება. ცალკე აღირიცხება ქვეითებიც, რათა განისაზღვროს, სად არის საჭირო უსაფრთხო გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა, ან გაუმჯობესება.

ტექნიკური დავალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დაახლოებით 100 გზაჯვარედინისა და სატრანსპორტო კვანძის კომპიუტერული მოდელირება, რომელიც ჩატარდება პიკის საათში: დილის 09:00-დან 10:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე. შეფასდება მგზავრობის დრო, ავტომობილების მოძრაობის სიჩქარე, საცობების სიგრძე, შეფერხებები და გზების დატვირთვა. პარალელურად, პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლების მოწყობას.

კვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება, გზის რომელ ნაწილში უნდა მოეწყოს ავტობუსის სამოძრაო ზოლი. გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სიგრძის ავტობუსების მოძრაობისა და უსაფრთხოდ მანევრირების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე, დიზაინზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გარემოების მიხედვით, საჭიროა ავტობუსებისათვის გასაჩერებელი „კონცხების“ შექმნა და პროექტირება ტროტუარის კონტურის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ველობილიკებსა და ველოსიპედის მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებს, პროექტი ითვალისწინებს მათ მოწყობასა და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე, გზაჯვარედინებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. ცალკე განიხილება ველობილიკებისა და ავტობუსის გაჩერებების ურთიერთმიმართება, რათა მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლა ველოსიპედისტებისთვის საფრთხეს არ ქმნიდეს. პროექტის ფარგლებში შეიძლება შეიცვალოს ქუჩებზე არსებული სამოძრაო ზოლების განაწილებაც.

„მოძრაობის ორგანიზების სქემაში გასათვალისწინებელია გადაწყვეტების ასახვა კონკრეტულ ფუნქციებთან სამანქანო მისადგომებისთვის: სავაჭრო ობიექტების მომარაგება (დისტრიბუცია), მუნიციპალური დასუფთავების სერვისი, საინკასაციო მომსახურება და ნარჩენების ურნები“, – წერია პროექტში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებასა და გადაადგილების პირობებს. პროექტის მიხედვით, უნდა გაუმჯობესდეს ტროტუარები, მოეწყოს გადასასვლელები, პანდუსები და უსაფრთხოების კუნძულები. შესაძლებლობის ფარგლებში, ტროტუარებზე გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 1,5 მეტრი სიგანის თავისუფალი სივრცე, სადაც გადაადგილებას დაბრკოლებები არ შეაფერხებს. ამასთან, უნდა მოწესრიგდეს პარკირება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შშმ პირებისა და შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის ქუჩების ხელმისაწვდომობას.

სამუშაოების შედეგად მომზადდება ქუჩების მოძრაობის ორგანიზების დეტალური პროექტები, რომლებშიც მითითებული იქნება სამოძრაო ზოლები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, შუქნიშნები, პარკირების ადგილები, ველობილიკები, ტროტუარები და გაჩერებები.

მიმწოდებელმა, შესრულებულ დავალებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დადებითი დასკვნა გამწვანების ელემენტების განთავსების შესახებ, ასევე შპს „სანდასუფთავებისა“ და ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წერილები საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებისა და განათების ბოძების განთავსების ლოკაციების შეთანხმების თაობაზე.

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

15 დეპუტატი და 13 ავტომობილი – ტრანსპორტი ბიუჯეტის ხარჯზე

Post navigation

Previous: აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1) 1
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.