Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

15 დეპუტატი და 13 ავტომობილი – ტრანსპორტი ბიუჯეტის ხარჯზე

აჭარა თაიმსი აგვისტო 6, 2026
umaglesi sabcho_AJARATIMES.GE

აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხ ახალ ავტომობილს შეიძენს. ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 366 788 ლარია, მიმდინარე წლის 28 ივლისს გამოცხადდა და ჯერ წინადადებების მიღება არ დასრულებულა. აჭარის მოსახლეობის ერთი ნაწილი უკვე განიხილავს საკითხს, სჭირდება, თუ – არა უმაღლეს საბჭოს ამდენი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნული ავტომანქანები უნდა იყოს 2026 წელს გამოშვებული, მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი. ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა შემსყიდველს ავტომანქანები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210  კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს. ამის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ავტოპარკს ოთხი ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატება.

საინტერესოა, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ცხრა ახალი მსუბუქი ავტომობილი უკვე შეიძინა. კერძოდ, 2023 წელს 327 000 ლარი „კია საქართველოს“ ხუთ Kia Sportage-ში გადაუხადა, ხოლო 2025 წელს „სენა ავტომ“ ოთხი CHERY TIGGO 7 მიაწოდა, რაშიც ავტონომიის ბიუჯეტიდან 218 000 ლარი გაიხარჯა. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი მიმდინარე წლის 13 იანვარს გაფორმდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, საჯარო ინფორმაციის სახით, გამოქვეყნებულია ავტოპარკში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით. სავარაუდოდ, ამ ჩამონათვალში შესულია ხუთი ახალშეძენილი (იმ დროისთვის) Kia Sportage. დღემდე (04. 08. 2026) უმაღლეს საბჭოს სია არ გაუახლებია. შესაბამისად, ავტომობილები, რომლებიც 2025 წელს შეიძინა, ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

სინამდვილეში, უმაღლეს საბჭოს უკვე ცხრა ახალი მსუბუქი ავტომობილი ჰყავს. ოთხი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მის ბალანსზე უკვე ცამეტი ახალი სატრანსპორტო საშუალება იქნება.

ინფორმაციისთვის: წარმომადგენლობით ორგანოში დღეს 15 დეპუტატია, აქედან ცამეტი – „ქართული ოცნებიდან“.

თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ 2023 და 2025 წლებში შესყიდული ავტომობილების ხარჯს ახალი ტენდერის სავარაუდო ღირებულებას დავამატებთ, გამოვა, ცამეტი ახალი ავტომობილისთვის, ჯამში, 911 788 ლარი გადავიხადეთ (აღნიშნული თანხა, შესაძლოა, უმნიშვნელოდ შეიცვალოს, გამარჯვებული კომპანიის მიერ დასახელებული ფასიდან გამომდინარე).

საინტერესოა, რომ ევროპაში სახელმწიფო უწყებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხს სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ. თუმცა არსებობს საერთო პრინციპი: პარლამენტები და სხვა სახელმწიფო უწყებები, როგორც წესი, ცდილობენ, არ ჰყავდეთ თითოეული დეპუტატისთვის ან თანამშრომლისთვის ცალკე ავტომობილი. უფრო გავრცელებულია საერთო ავტოპარკი (car pool), დაჯავშნის სისტემა, ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, ხოლო პერსონალური ავტომობილი მხოლოდ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს ემსახურება.

დასავლურ სახელმწიფოებში,  ძირითადად, ასეთი მიდგომაა: ჯერ განისაზღვრება საჭიროება, შემდეგ მანქანის ტიპი – გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების კრიტერიუმების გათვალისწინებით და ბოლოს კეთდება ანგარიში იმის შესახებ, რატომ იყიდა, რამდენი დახარჯა არა მხოლოდ შეძენაზე, არამედ  ტექნიკურ მომსახურებაზე, საწვავზე და ა. შ.

რატომ სჭირდება 15-წევრიან უმაღლეს საბჭოს 13 ახალი ავტომობილი? – რეგიონის წარმომადგენლობითმა ორგანომ „აჭარა თაიმსის“ კითხვებს წერილობით უპასუხა:

 „აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკში არსებული ავტომობილების  გარკვეული ნაწილი მოძველებულია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც იზრდება ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ხარჯები. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული ავტომობილების ექსპლუატაცია და შენარჩუნება საკანონმდებლო ორგანოსთვის ფინანსურად არაეფექტიანია, რადგან მათი მოვლა-პატრონობისა და რემონტის ხარჯები ხშირ შემთხვევაში აღემატება ახალი ავტომობილების შეძენით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. შესაბამისად, განახლების პროცესი ითვალისწინებს არსებული 2010 წელს შეძენილი ავტომობილების ჩანაცვლებას (აღნიშნული პროცესი დაწყებულია 2024 წლიდან და ეტაპობრივად გრძელდება ჩანაცვლების პროცესი) და არა ავტოპარკში არსებული ავტომობილების რაოდენობრივ ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომობილის შეძენა დამატებით, კონკრეტული პირისთვის ან სტრუქტურისთვის არ ხდება. ჩანაცვლების შემდეგ ძველი ავტომობილები ეტაპობრივად განიკარგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნავენ საბჭოში.

აჭარა თაიმსი: რამდენი მანქანა სჭირდება 15-წევრიან წარმომადგენლობით ორგანოს?

უმაღლესი საბჭო: „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით: ავტომობილების ლიმიტი განისაზღვრება არა წარმომადგენლობითი ორგანოს (მაგ. საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს) წევრთა საერთო რაოდენობით, არამედ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა რაოდენობითა და უწყების ფუნქციური საჭიროებებით: პერსონალური ავტომობილი  მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს (მაგ. უწყების თავმჯდომარე, მოადგილეები, კომიტეტები და ფრაქციები). სამორიგეო/სამსახურებრივი ავტომობილები განისაზღვრება აპარატის ფუნქციონირებისა და საორგანიზაციო საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, რიგითი 15 დეპუტატისთვის ინდივიდუალური ავტომობილები გათვალისწინებული არ არის.

აჭარა თაიმსი: არსებობს, თუ არა საერთო ავტოპარკის გამოყენების წესი?

უმაღლესი საბჭო: დიახ, არსებობს. №121 დადგენილება.

აჭარა თაიმსი: ქვეყნდება, თუ არა მანქანების გამოყენების მიზანი?

უმაღლესი საბჭო: ბალანსზე რიცხული ავტომობილების რაოდენობა, მოდელები, საწვავის ხარჯი და ბალანსი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და ქვეყნდება პროაქტიულად ან გაიცემა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისის 3-ე თავი) საფუძველზე.

აჭარა თაიმსი: არის, თუ არა ავტომობილები კონკრეტულად დეპუტატებზე მიბმული?

უმაღლესი საბჭო: რიგით დეპუტატებზე ავტომობილები მიბმული არ არის, თუმცა: №121 დადგენილებით, პერსონალური (მიბმა) ეხება მხოლოდ განსაზღვრულ თანამდებობის პირებს (მაგ. თავმჯდომარეს, მოადგილეებს და უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომრებს, ფრაქციის თავმჯდომარე(ბ)ს და დელეგატებს.). რიგითი დეპუტატები სარგებლობენ ორგანოს საერთო/სამორიგეო ავტომობილებით მხოლოდ კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროების წარმოშობისას (მაგ. ამომრჩევლებთან შეხვედრა, გასვლითი სხდომა), შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.

აჭარა თაიმსი: რომელი აქტივობების განხორციელებას შეეშლება ხელი, თუ საბჭოს ამდენი ავტომობილი არ ეყოლება?

უმაღლესი საბჭო: სამორიგეო/სამსახურებრივი ავტომობილების არარსებობამ შესაძლოა შეაფერხოს: ამომრჩევლებთან კომუნიკაცია: რეგიონის/მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მათ შორის: აჭარის მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტებსა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრა, გასვლითი სამუშაო სხდომების/შეხვედრების, მონიტორინგისა და სამსახურებრივი ვიზიტების განხორციელება; საკომიტეტო და სამუშაო შეხვედრები: ადგილზე გასვლითი საკომიტეტო სხდომების ან ინსპექტირების ჩატარება. ოფიციალური წარმომადგენლობა: სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო დელეგაციებთან ან პარტნიორ ორგანიზაციებთან ოპერატიული ვიზიტები. გადაუდებელი რეაგირება: საგანგებო აუცილებლობის დროს ადგილზე ოპერატიულად გამოცხადება.

დაკავშირებული თემები ⇓

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა

დავით გაბაიძემ, ისტორიაში პირველად, უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურა

აჭარის უმაღლესი საბჭოს პასიური წევრების ანაზღაურებასა და მივლინებაში 156 910 ₾ დაიხარჯა – კვლევა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 14.28% პასიურია – კვლევა

„ბოდიში და გადამგზავნ ორგანოდ ნუ ვიქცევით“ „ოცნების“ დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

კარჩაკეტილი მმართველობა აჭარაში – ცოტნე ანანიძე თვითიზოლაციის პოლიტიკაზე კითხვებს არ პასუხობს

რას ამბობენ თანაგუნდელები გიორგი მანველიძეზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტია

 

Post navigation

Previous: თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა – რკინიგზა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.