Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

რას ამბობენ თანაგუნდელები გიორგი მანველიძეზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტია

სულხან მესხიძე თებერვალი 5, 2025
giorgi manvelidze_AJARATIMES.GE

სასტუმრო “შერატონში” მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე დასაბუთებული განმარტებები დღემდე არ გაკეთებულა. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, კვლავ არ აკეთებენ განმარტებებს, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის ვალდებულება უგუვებელყოფილია.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და კითხვები იმის შესახებ, დაიკითხნენ თუ არა საქმის მთავარი ფიგურანტები, გიორგი მანველიძე და დიმიტრი სამსახაძე, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. სწორედ ისინი არიან ის პირები, რომლებსაც ზვიად ქორიძე და გიორგი გახარია თავდამსხმელებად ასახელებენ. კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ ბრალდების მთავარი ადრესატები „ქართული ოცნების“ წევრები, გიორგი მანველიძე და დიმიტრი სამხარაძე.

დამატებითი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, არის ის, თუ რატომ არ აძლევენ დაზარალებულებს სასტუმრო “შერატონში” მომხდარი თავდასხმის ამსახველ კადრებს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურასა და სასტუმროს აქვთ კანონიერი ვალდებულება, უზრუნველყონ ამ ინფორმაციასთან წვდომა. ამ გარემოებამ გააჩინა დამატებითი კითხვები, რაც სახემწიფოს მხრიდან მიკერძოებასა და არაობიექტურ გამოძიებაზე მეტყველებს.

ამ ეტაპზე არ არსებობს პასუხი არც იმ კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი მანველიძე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე ან რატომ ემალება ის მედიას. ჟურნალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხზე განმარტებებს გააკეთებდნენ, თუმცა ისინი კითხვებს თავს არიდებენ, მათ შორისაა არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე.

“თუ ის (გიორგი მანველიძე) რაღაც ფორმით არის ამ საქმის ფიგურანტი დიდი ალბათობით დაიბარებენ მას. გამოძიების მასალები არაა ისე საჯარო, რომ მე ვიცოდე რამე. უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ინფორმაცია, ამიტომ მიმართეთ სასამართლოს და პროკურატურას,” – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას დავით გაბაიძემ, არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული თავმჯდომარემ.

არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საქმის ირგვლივ მას მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც საზოგადოებას. ცოტნე ანანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მანველიძე მისი მეგობარია და მასთან ყოველდღიური შეხება აქვს, ის აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ცნობები მოისმენა.

მედიის კითხვებზე და საქმის ირგვლივ კონკრეტულს ვერაფერს ამბობს გიორგი მანველიძის კიდევ ერთი თანაგუნდელი. ტიტე აროშიძემ არც იმ კითხვას უპასუხა თუ რატომ მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო შერჩევითი სამართლის პრინციპით.

ინფორმაციისთვის: სასტუმრო “შერატონში” რამდენჯერმე კადრების გასაჯაროვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა საერთაშიროსო ბრენდი სისხლის სამართლის დანაშაულის ამსახველი ვიდეოს დაზარალებულებს არ გადასცემს. ბოლო საპროტესტო აქციაზე კი მენეჯერმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ყველა კადრი წაიღო და მათ ასლებიც კი არ დაუტოვეს.

ცნობისთვის: გიორგი გახარია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

აქვე დაგაინტერესებთ: ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგადაც „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაშავდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გარემოება: ჯგუფური თავდასხმისას გიორგი გახარია და ზვიად ქორიძე დაშავდნენ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, თაკო შანთაძის თქმით, გიორგი გახარია კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 02:34 საათზე მიიყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. შედარებით მსუბუქი სახის დაზიანება მიაყენეს ზვიად ქორიძეს.

კონტექსტი: აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შემოსაზღვრა. გიორგი გახარიას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რამაც იატაკსა და ავეჯზე კვალი დატოვა. თუმცა, სისხლის კვალი მოგვიანებით, სასტუმროს თანამშრომლებმა წაშალეს, რაც სავარაუდოდ, მტკიცებულებების განადგურების მოტივით მოხდა.

Post navigation

Previous: 49 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს
Next: 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის კაცი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026
სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აპრილი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

აპრილი 29, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.