Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება. პროცესის მე-14 დღეს მხარეებს შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მტკიცებულებების შეფასება, ბრალდებების კონკრეტიკა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი იყო.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეების კითხვებს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლები პასუხობდნენ. პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა, პროცესს სამართლებრივი ხასიათი დაუწუნა და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განხილული საკითხები მის პარტიას არ მიემართება. მისი თქმით, ხელისუფლების სარჩელი სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და პროცესზე მოპასუხე მხარეს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ აქვს.

„ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ უარყო ბრალდება, თითქოს პარტია რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სავაჭრო სანქციების დაწესებას ითხოვდა. მისი განმარტებით, პარტიის პოზიცია საერთაშორისო სანქციების დაცვა და საქართველოსთვის სანქციების გვერდის ავლის მარშრუტად გამოყენების თავიდან აცილება იყო.

სასამართლო სხდომაზე რამდენიმე საკითხზე მწვავე კამათი გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი „რუსული კანონის“ სახელწოდების გამოყენებას უკავშირდებოდა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს მიუთითა, რომ სასამართლოში კანონები ოფიციალური სახელწოდებებით მოეხსენიებინა. სიორიძემ კი განმარტა, რომ ამავე კანონს მმართველი გუნდის წარმომადგენლები „გამჭვირვალობის ქართულ კანონად“ მოიხსენიებენ და მისთვის „გამჭვირვალობის რუსული კანონის“ დარქმევაც იმავე შეფასების გამოხატულებაა.

მოსამართლეებმა „ლელოს“ წარმომადგენლებს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ელისაშვილს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია არ შეესაბამება აღწერილ ქმედებას და მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს. პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, განმარტა, რომ ელისაშვილის ქმედება პარტიისთვის მიუღებელია და მის მიერ გამოყენებული სიტყვა „თავგანწირვა“ დადებით შეფასებას არ გულისხმობდა.

არჩევნების საკითხზე საუბრისას სიორიძემ განაცხადა, რომ პარტია 2020 და 2024 წლების არჩევნების შედეგებს განსხვავებულად აფასებდა, თუმცა 2021 და 2025 წლების არჩევნების შედეგები აღიარა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცების ტვირთისა და სასამართლოს მიერ გამოსაყენებელი სტანდარტების განსაზღვრის საკითხი წამოჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა. მან სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, პლენუმს განემარტა, რა უნდა ამტკიცოს თითოეულმა მხარემ, როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი და რა სტანდარტით შეაფასებს სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე ცდილობს, თავი აარიდოს მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას. საბოლოოდ, სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომის პარალელურად, მხარეებმა ერთმანეთის მისამართით პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თორნიკე ჭეიშვილი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციური პარტიების პოზიციებს შორის არსებული განსხვავებები მათ ერთიანობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, პარტიებს წარსულში ერთმანეთისგან გამიჯვნის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ კი განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სასამართლოსა და სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა. თავის მხრივ, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია გააკრიტიკა და მას ავტოკრატიული სისტემებისთვის დამახასიათებელი უწოდა.

სარჩელის განხილვა 18 ნოემბერს განახლდება. პროცესის შემდეგ ეტაპზე კითხვებს უკვე მოსარჩელე მხარე დასვამს, ანუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უპასუხებენ მოპასუხე პარტიების შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 88 დეპუტატმა მიმართა. სარჩელი ეხება პარტიებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. პროცესი 21 ოქტომბერს დაიწყო და სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

Post navigation

Previous: ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026
shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026
emigracia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 17, 2026
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს emigracia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 17, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 16, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 17, 2026
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს emigracia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 17, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.