Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ლევან ურიდია ოქტომბერი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის, ქაქუთისა და ქალაქის №3 და №4 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის დროებითი ფართების მოძიება მიმდინარეობს. განიხილება კერძო საოჯახო სასტუმროების სივრცეების გამოყენების შესაძლებლობაც. ერთ-ერთ ალტერნატივად ასევე განიხილება აღსაზრდელების დროებით ლეღვასა და ალამბრის საბავშვო ბაღებში გადაყვანა.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბავშვების მეზობელ სოფლებში ტარება მათთვის დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

გარდა ამისა, მათ კითხვები აქვთ დროებითი სააღმზრდელო სივრცეების შესაბამისობასთან დაკავშირებით. მშობლების თქმით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიული ფართები საბავშვო ბაღებისთვის დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მუნიციპალური განვითარების ფონდია ჩართული.

საკითხთან დაკავშირებით დამატებით გასარკვევია, რა ვადებში დაიწყება და დასრულდება სამუშაოები, სად განთავსდებიან აღსაზრდელები რეაბილიტაციის პერიოდში, რა თანხაა გამოყოფილი ბაღების რეაბილიტაციისთვის, ვინ შეამოწმებს დროებითი ფართების შესაბამისობას სააღმზრდელო სტანდარტებთან და რა გახდა რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული შენობების ხელახლა შეკეთების აუცილებლობის მიზეზი.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ კითხვებზე პასუხებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 3
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.