ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებისთვის მთავარი გამოწვევები მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაა. ამის შესახებ მოქალაქეები „აჭარა თაიმსთან“ საუბრობენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ორ დაბასა და 52 სოფელს აერთიანებს. „აჭარა თაიმსმა“ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰკითხა, რა აწუხებთ ყველაზე მეტად და რას შეცვლიდნენ საკუთარ სოფლებში.
გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ადგილობრივ საჭიროებებზე საუბრისას გზების მოწესრიგებას, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებას ითხოვს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა მივეცით, საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებასაც ადგილობრივი მერიიდან ელოდებიან.

