სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
ისინი რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებსა და იმ ძალოვანების დასჯას ითხოვენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ინფორმაციისთვის: სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა მოგვიანებით, მარშით აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს, სადაც ყოველდღიური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.



