შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს მოქალაქის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ბრალდებით.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული მ.ბ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობით არის გათვალისწინებული. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



