სამთავრობო, პროპაგანდისტული მაუწყებლის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. “იმედი” იტყობინება, რომ ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახითაა დაკავებული.
შემთხვევა ალექსი ახვლედიანის დედის საცხოვრებელ სახლთან, საგარეჯოში მოხდა, სადაც ამ დრომდეა მობილიზებული პოლიცია.



